მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერი დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ვიდეოჩვენებაზე თავისი მისვლის მიზეზს გუშინდელი...

ზუგდიდის მერი დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ვიდეოჩვენებაზე თავისი მისვლის მიზეზს გუშინდელი კომენტარებისგან განსხვავებულად განმარტავს

Published on

საზოგადოებაში უკიდურესად ნეგატიური შეფასება მოყვა იმ ფაქტს, რომ გუშინ ზუგდიდში „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ მიერ ორგანიზებულ  ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენებას ზუგდიდის ცენტრში  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ჩვენებაზე მყოფმა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს", „საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ, რომ შევცვალოთ ეს ყველაფერი. "

დღეს ქალაქ ზუგდიდის მერი   ე.წ. "კასრების კადრების" ზუგდიდში ჩვენებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

,, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. – ნათქვამია განცხადებაში – ვფიქრობთ, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ("საზოგადოებრივი აზრის დარბაზი") გახლდათ. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს – ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ზუგდიდში ე.წ. "კასრების კადრების" საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა“.

 

 

 

 

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...