მთავარისიახლეებიპოლიტიკა17 ვერტმფრენი, 291 აფრენა და გადარჩენილი 7.643 ქართველი - უკრაინის თანადგომა ე.წ....

17 ვერტმფრენი, 291 აფრენა და გადარჩენილი 7.643 ქართველი – უკრაინის თანადგომა ე.წ. აფხაზეთის ომში

Published on

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის პარალელურად, ქართული სოციალური ქსელის პოლიტიკური ნაწილი ხშირად იხსენებს იმ თანადგომას, რომელიც უკრაინამ საქართველოს რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთში და მისი დასრულების შემდეგ გაუწია. 
ცნობილია, რომ უკრაინელი ნაციონალისტები, “უნა-უნსოს” მეომრები და სხვა მოხალისეები, აფხაზეთში რუსეთთან ომის დროს ჩვენს მხარეს იბრძოდნენ. აფხაზეთში 7 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.
ამავე პერიოდში, უკრაინა ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც დაიწყო აფხაზეთიდან ქართველი დევნილების ევაკუაციის სპეცოპერაცია, 1993 წლის 11 ოქტომბერს.
17 ვერტმფრენი,
291 აფრენა და გადარჩენილი
7.643 ქართველი. იყო შემთხვევა, როდესაც ერთი უკრაინელი მფრინავი, ზედიზედ 8 რეისის განმავლობაში არ გადმოსულა პილოტის კაბინიდან.
ბევრმა არც ის იცის, რომ დევნილები უკრაინულ გემებსაც გადაჰყავდა.
ცალკე მუშაობდა ვერტმფრენების ჰუმანიტარული ჯგუფი, რომლებიც უღელტეხილებზე ფეხით მიმავალი დევნილებისთვის, გზის განაპირას კონსერვის ქილებსა და სხვადასხვა საკვებს ყრიდნენ, რათა შიმშილისგან არ დახოცილიყვნენ…

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...