მთავარისიახლეებიკულტურაარაფერი დაკარგულა: ელენე ახვლედიანის ნახატი 2000 წელს, ზუგდიდის მუზეუმს გადაეცა და წულუკიანის...

არაფერი დაკარგულა: ელენე ახვლედიანის ნახატი 2000 წელს, ზუგდიდის მუზეუმს გადაეცა და წულუკიანის ბრალდებები უსაფუძვლოა

Published on

გამოძიება დაადგენს, როდის და რა ვითარებაში დაიკარგა ექსპონატების ნაწილი – თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მასალები საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება.

პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ის დანაშაულში ბრალს ფერწერის ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ნინო ხუნდაძეს სდებს. ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მისულ კადრს მინიმუმ ინვენტარიზაცია მაინც უნდა ჩაეტარებინა და მოეძიებინა დაკარგული ნახატები.

ოფიციალურ დოკუმენტებით, კი დგინდება, რომ ნახატები, რომლებზეც წულუკიანი საუბრობს არსად დაკარგულა. დოკუმენტების მიხედვით, გიგო გაბაშვილის ნახატი 1989 წელს მინისტრთა საბჭოს გადაეცა, ხოლო ელენე ახვლედიანის ნახატი – 2000 წელს, ზუგდიდის მუზეუმს.

დადიანების სასახლის ექსპონატების კატალოგში ვკითხულობათ:ელენე ახვლედიანი, ,,ზუგდიდის ბაზარი“, დაცულია დადიანების სასხლეში.

“იცოდეთ, რომ არაფერი არ არის დაკარგული, იცოდეთ, რომ ფიქციაა ეს ყველაფერი და ამ ფიქციაზე, მუდმივად ამ სტრესში უნდა ამყოფოს არამარტო მოსახლეობა, ასევე თვითონ ის უძვირფასესი ხალხი, ვის შრომაზეც, ცხოვრებაზეც და კისერზეც გადაიარა ამ წლებში ქართული მატერიალური კულტურის კვლევამ” –  ამბობს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძე

 

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...