მთავარისიახლეებისაზოგადოებაოლიგარქის ფარული ვიზიტი ზუგდიდში და გასაყიდად გამზადებული 150 წლოვანი მაგნოლია ახალაბასთუმანში

ოლიგარქის ფარული ვიზიტი ზუგდიდში და გასაყიდად გამზადებული 150 წლოვანი მაგნოლია ახალაბასთუმანში

Published on

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხეებით დაინტერესება ახალი რომ არ არის, ყველამ იცის, ასევე არახალია ცნობები იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი ზუგდიდშიც ჩამოდის და ადგილობრივებთან ამ თემაზე შეხვედრებსაც მართავს. "ოდიშინიუსის" წყაროს ცნობით, ამჯერად ივანიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში იმყოფებოდა, მიზეზი 150 წლოვანი მაგნოლია გახლდათ, რომლის შეძენის სურვილიც გამოთქვა. ჩვენივე წყაროს ცნობით, ამ მიზნით, მოოლაპარაკებები დაწყებულია ხის მეპატრონესთან, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ო.თ გაყიდის თუ არა ხეს.როგორც "ოდიშინიუსისთვის" გახდა ცნობილი, მაგნოლიაში ოლიგარქი  საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის, ასევე მის სანაცვლოდ შესაძლოა სოფელში შიდა გზები გაკეთდეს.ადგილობრივები შიშობენ, რომ ხის გაყიდვის შემთხვევაში მისი გატანა ტერიტორიიდან გამოიწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...