მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, საქართველოში კი ფასების ზრდას ბოლო არ უჩანს

სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა, საქართველოში კი ფასების ზრდას ბოლო არ უჩანს

Published on

აგვისტოში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. – გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს, რომ  მარცვლეულის უხვი მოსავლის მიღების პერსპექტივამ დიდი მარაგების დაგროვების მოლოდინი გააჩინა, რაც გლობალური ფასების შემცირების ძირითადი მიზეზი გახდა. 
 
გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, ივლისთან შედარებით, 1.3 პუნქტით შემცირდა და აგვისტოში 176.6 პუნქტი შეადგინა. ინდექსის შემცირების ძირითადი მიზეზი FAO-ის მარცვლეულის ფასის ინდექსის 5.4%-იანი შემცირება იყო, რაც, თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონში მარცვლეულის გაუმჯობესებული მოსავლის მოლოდინის ფონზე, ხორბლის ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია.
აგვისტოში FAO-ის სურსათის ფასების შემცირებით ინდექსის სამთვიანი უწყვეტი ზრდის პერიოდი დასრულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველთვიური შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის (მარცვლეული, ხორცი, შაქარი, ზეთი, რძის პროდუქტები) საერთაშორისო საბაზრო ფასებს ასახავს, გასული წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. 
 
მარცვლეულის ფასების ინდექსის გარდა, ამ თვეში FAO-ის ხორცის ფასების ინდექსიც 1.2%-ით შემცირდა, ხოლო შაქრის ფასების ინდექსი – 1.7%-ით. ეს უკანასკნელი შაქრის წამყვან მწარმოებელ ქვეყნებში, ბრაზილიაში, ტაილანდში და ინდოეთში, ლერწმის სახარბიელო მოსავალმა განაპირობა; ამასთან, ჩინეთისა და ინდოეთის მიერ მაღალი ტარიფების დაწესების გამო შაქარზე საერთაშორისო მოთხოვნა შემცირდა, რამაც შაქრის ფასების ინდექსის შემცირებაზეც იმოქმედა

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...