მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “ ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა

Published on

დღეს, ქუთაისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი წარადგინეს. პარტიამ ადგილობრივებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შედგა. 
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, გრიგოლ ვაშაძესთან კონულტაციები ერთი თვე მიმდინარეობდა. 
ერთ კვირაში პარტია ქუთაისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პრეზენტაციასაც მოახდენს.
მერობის კანდიდატმა ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე, ქალაქში სიღარიბის შემცირებასა და განათლების მიღების პროცესში ხელშეწყობაზე ისაუბრა. 
 
”ქუთაისის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში ვხედავ. როდესაც ქალაქის გარშემო გვაქვს ბუნების სასწაულები – სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, იმერეთის ულამაზესი ბუნება, ოპერა, დრამატული თეატრი – დანაშაულია ამ პოტენციალის არგამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში პირველი ტურისტული ობიექტის შექმნა დაიწყება სამ თვეში, წლის ბოლოს კი 5 ასეთი ობიექტი ექნება ქუთაისს, რაც ასეულობით ახალ, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს გააჩენს. მე დაგეხმარებით ინვესტიცების მოზიდვაშიც, თუმცა მარტო ქალაქის ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, თქვენი ჩართულობის, სურვილის და შრომის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ სიღარიბე.
 
ქუთაისი ტრადიციულად არის მაღალი განათლების ქალაქი. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სიღარიბეს, უარი გვათქმევინოს სრულფასოვანი განათლების მიღებაზე. ქალაქი ვალდებულია დაეხმაროს ყველა მოქალაქეს ამაში. დაწესდება მერის სტიპენდია გაჭირვებული ოჯახებისთვის და ასევე სპეციალური ფონდი, განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 
 
მისი თქმით, უდიდესი უსამართლობა და ტრაგედიაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ჯანდაცვის სახსრები არა აქვთ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ დროს, ქუთაისელებს უნდა ჰქონდეთ ქალაქის ხელისუფლების იმედი და თავს არ გრძნობდნენ მიტოვებულად და დაუცველად.
 
”ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სპეციალური ფონდი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ისეთი ოპერაციებისთვის, რომელთა გაკეთებაც საქართველოში შეუძლებელია. 
 
უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ახალგაზრდობა და სპორტი. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს რაგბიში და ფეხბურთში საქართელოს ჩემპიონობის ტიტულები, ამას კი ამ სფეროზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვთა ფეხბურთის და რაგბის ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს პრიორიტეტებში ეს საკითხიც შედის და გპირდებით, ჩვენ დავიბრუნებთ დიდი სპორტული ქალაქის სტატუსს.
 
ქუთაისს უბრწყინვალესი და საამაყო ისტორია აქვს. ამ ქალაქის შვილებს საერთო ქართულ საქმეში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, მაგრამ გვეყოფა წარსულით ცხოვრება! დრო არის, ვიშრომოთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენი დროით იამაყონ. ეს კი ქალაქის განვითარების, ქალაქისთვის ახალი პერსპექტივების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ!”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

სიახლეები

ზურაბიშვილი: “თუ ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”

"ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,...

“საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება” – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც გიტანას ნაუსედა X-ზე წერს, სალომე...

მესტიის მუნიციპალიტეტში პედაგოგმა პროტესტის ნიშნად სკოლა დატოვა

„ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება...მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა“ - ეს არის მესტიის...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ივანიშვილის სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ივანიშვილის მოსამართლემ სამართადამრღვევად ცნო და 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა...