მთავარისიახლეებითვალსაზრისიხელისუფლება შარშია. თუ სააკაშვილი აღმოჩნდა ქართულ ციხეში, ეს სერიოზული დარტყმა იქნება...

ხელისუფლება შარშია. თუ სააკაშვილი აღმოჩნდა ქართულ ციხეში, ეს სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში დაკავებისა და საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ცუდად აისახება.
 
მათი აზრით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემებიც შეუქმნას.ექსპერტები ურჩევენ ხელისუფლებას, იმოქმედოს არა ვიწრო პოლიტიკური, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ანალიტიკოსები ამავდროულად იმედოვნებენ, რომ უკრაინა არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას.
 
 
გია ხუხაშვილი: ,,”ხელისუფლება შემთხვევით აღმოჩნდა ძალიან დიდ შარში. ახლა უკვე ფაქტობრივად, პოროშენკოს აქვს მექანიზმი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეახოცოს ამ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში. მე ეს არ მიკვირს, რადგან მრავალწლიანი პოლიტიკური გათვლების უნარები ჩვენს ხელისუფლებაში რომ არ არსებობდა ვიცოდი, მაგრამ სწორ ადგილზე რომ პრობლემა გაიჩალიჩო, ამას ძალიან დიდი სიბრიყვე სჭირდება, რაც, როგორც ჩანს, დამახასიათებელია ჩვენთვის. პოროშენკო ჩამოვიდა, შეიტყუა ჩვენი ხელისუფლება ხაფანგში და თავისი ემოციური, აბსოლუტურად ადამიანური და პოლიტიკურად აბსოლუტურად ბრიყვულ ხაფანგში შეყვეს თავი. პოროშენკომ ყველის სახით ჩაუდო სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ხაფანგში და ამას ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად წამოეგო. სააკაშვილი საზღვართან აუცილებლად მივა, თუმცა ამის შემდეგ რა პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ჯერჯერობით ამის პროგნოზირება შეუძლებელია. '
 

გიორგი რუხაძე:  „პრობლემები დაიწყება მაშინ თუ მართლა მოხდა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა და მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ქართულ ციხეში. ეს უკვე სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ დაიჯერებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“ 
 
ნიკა ჩიტაძე: „თუ იქნა განხორციელებული მისი ექსტრადირება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, დაზიანდება საქართველოს იმიჯი. ბუნებრივია, აღნიშნული ფაქტორი შეაფერხებს ქვეყნის სვლას ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული ინტერესები გაცილებით მაღლა უნდა დააყენოს, ვიდრე ვიწროპარტიული ინტერესები“

სიახლეები

გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება, დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება – ადვოკატი

"გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება" - ამის შესახებ საკანში ნაცემი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატებმა...

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება – ტერიტორია ჯებირებითაა შემოსაზღვრული

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...