მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მიმდინარე პროცესები რუსული თამაშია და ახლა შევდივართ იმ ეტაპზე,...

მიხეილ სააკაშვილი: მიმდინარე პროცესები რუსული თამაშია და ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკო შეხვდა ივანიშვილს იმის გამო, რომ სჭირდებოდა ქართულ პროკურატურასთან თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სატელეფონო ჩანაწერი რუსულმა მხარეს სპეციალურად გაავრცელა.  
 
“რატომ გამოაგდეს რუსებმა ჩანაწერი მღებრიშვილის? რუსები არიან ესენი და ეჭვი არ გვეპარება, რომ ვიღაც კერძო პრანკერები არიან. სპეციალურად გამოაგდეს იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განცა, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს. ერთის მხრივ ეუბნება, რომ მინდა საქართველოში სააკაშვილის დაჭერა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეშინია ჩემი ჩასვლის საქართველოში. ამიტომ ჩაწერეს მათ საუბარი მღებრიშვილთან, გამოაგდეს და უთხრეს, რომ შენ რას გვატყუებო, აი ხომ ხედავ გამხილეთ და ამის შემდეგ იძულებული იქნა ივანიშვილი დაევალებინა, რომ მართლა გაეგზავნათ ექსტრადიციის მოთხოვნა. რუსებმა აისრულეს თავის წადილი,“- განაცხადა სააკაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში.
 
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები რუსული თამაშია.
 
“ეს არის რუსული თამაში და ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს, როგორც კაჩინსკი გაანადგურა და როგორც ბევრი სხვა და ყველა ჩათვლის, რომ პუტინის მტრობა არის სიცოცხლისთვის სახიფათო. დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ უახლოეს კვირებში, თვეებში და წლებში. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...