მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო სკოლებში აზარტული თამაშებისთვის 90 000 -მდე ლარს დახარჯავს.

განათლების სამინისტრო სკოლებში აზარტული თამაშებისთვის 90 000 -მდე ლარს დახარჯავს.

Published on

განათლების სამინისტრო სკოლებში აზარტული თამაშების შეტანას გეგმავს. სამაგიდო სათამაშოებზე ტენდერი სამ ლოტად არის გამოცხადებული და ამ პროექტისთვის სამინისტრო 90 000 -მდე ლარს დახარჯავს.თამაშების მიზანია პირველ-მეოთხე კლასებში ხელი შეუწყოს საგნობრივი უნარების განვითარებას. “თამაშების მეშვეობით ბავშვმა უნდა შეიძინოს სასარგებლო ინფორმაცია ბუნებისმეტყველების მიმართულებით” – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. იქვე მითითებულია თამაშის ინსტრუქციაც: “თამაში იწყება ბარათების დარიგებით რომელსაც ყველა მონაწილე ხედავს გარდა ბარათის მფლობელისა. თამაშს იწყებს პირველი წყვილი, პარტნიორმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, იცის (უნდა ახსოვდეს ერთი შეხედვით) რა შეხვდა მის პარტნიორს და ცდილობს წითელი კოჭები სწორად განათავსოს საინფორმაციო დაფაზე და ასე მიანიშნოს. მოთამაშე ფიქრობს, ამბობს პასუხს და აბრუნებს ბარათს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში გუნდი იმატებს 2(ორ) ფირფიტას”.მეორე-მეექვსე კლასებში თამაში დამატებით მიზნად ისახავს ზოგიერთ მორფოლოგიურ საკითხში ვარჯიშს, თვლის უნარის განვითარებას, მონაცემების აღრიცხვასა და ანალიზს. თამაშის ინსტრუქცია: “თამაშის პრინციპი არის სიტყვების შედგენა კროსვორდისებურად. თამაშში მონაწილეობას იღებს 2-დან -4 მოთამაშემდე, რომელთა მიზანია მაქსიმალურად მაღალქულიანი სიტყვის შედგენა. ყველა ასოს აწერია ქულა, ხოლო დაფაზე არსებული პრემიალური უჯრების მიხედვით ხდება ქულების გაორმაგება ან გასამმაგება. იგებს ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს”.რაც შეეხება, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, მათთვის სამინისტრო ისეთ აზარტულ თამაშს არჩევს, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადი წიგნიერების და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....