მთავარიUncategorizedრა მიზეზით უთხრეს უარი სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატებს სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე

რა მიზეზით უთხრეს უარი სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატებს სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე

Published on

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატებმა მოსამართლეს სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება სთხოვეს. შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს წინაშე ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ წარადგინა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მათ უარი განუცხადა.

“თქვენ მოგვეცით ნებართვა სხდომას დასწრებოდნენ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატები. მათ მოწმობები და ორდერები წარმოადგინეს. მე ვიცი, რომ სასამართლოში განსხვავებული პრაქტიკაა, მაგრამ მინდა წარმოგიდგინოთ და სასამართლომ გადაწყვიტოს არა მხოლოდ დასწრების შესაძლებლობა, დაცვის შესაძლებლობაც მიეცემათ თუ არა.

[ორდერები და მოწმობები] ნოტარიულად ნათარგმნია, თარჯიმანიც თან ახლავთ, ანუ სასამართლოს დამატებითი ხარჯის გაწევა ამ ნაწილში, ან დროის თვალსაზრისით დამატებითი შეზღუდვები არ გვექნება”, — ასე მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს.

“ბატონო ბექა, ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობით […] დასწრების უფლება მიეცათ, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე მოქმედებს სხვა წესები, შესაბამისად, სხდომაში მონაწილეობის უფლება ვერ მიეცემათ”, — განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...