მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტების მეუღლეებიც  დაესწრნენ. 
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი და რუვენ რივლინი, ერთმანეთს პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.
საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 
შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერების გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნას, აქვს შესაძლებლობა ხელის შეუწყოს ამ თანამშრომლობას და გააღრმავოს იგი. 

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, სადაც სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისათვის კონკრეტული გეგმები დაისახა.
სახელმწიფოს მეთაურის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოხატულება.
დელეგაციების შეხვედრის პარალელურად, ისრაელის პირველმა ლედიმ ნეჩამა რივლინიმ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...