მთავარისიახლეებიივანიშვილის ხელიდან მე ვარ მკვდარი - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილის ხელიდან მე ვარ მკვდარი – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ტქმით, ივანიშვილს და პუტინს მისი სიკვდილი გადაწყვეტილი ჰქონდათ. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, გლდანის ციხიდან დროულად რომ არ გადაეყვანათ, ფატალური შედეგი გარდაუვალი იქნებოდა.

ივანიშვილის ხელიდან მე ვარ მკვდარი, იმიტომ, რომ მე როდესაც გლდანში გადამიყვანეს, ექიმები იყვნენ პანიკაში. “ხელში ჩაგვაკვდებაო”,- მე თვითონ მოვისმინე. ორი დღეც რომ არ გადავეყვანე, მე ვიქნებოდი მკვდარი. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ივანიშვილს და პუტინს, რომ მე მოვეკალი. ძალიან ბევრი თბილისელი გამოვიდა ქუჩაში და ამან აიძლა რეჟიმი, რომ გადავეყვანე გორში, სადაც თავიდან არა უშავდა, მაგრამ მერე მოხდა, რაც მოხდა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. მე მინდა იმ ხალხს ვუთხრა მადლობა, ვინც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა მაშინ, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. საქმეს მოსმართლე ნინოჩახნაშვილი განიხილავს.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...