მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის კორუფციასა და...

მიხეილ სააკაშვილი: ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის კორუფციასა და ოლიგარქატზე

Published on

,,მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს.” – წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე
,,წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას.

მინდა მივმართო “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს. ყველგან დავაყენოთ საკითხები უსამართლობის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. კორუფციასა და ოლიგარქატზე სწორედ ასეთი აქციებით გავიმარჯვებთ.

მეორე მხრივ, მუდმივად უნდა ვამუნათებდეთ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაწილს მაინც არ მოსწონს გულში ეს ყველაფერი და თუ ღიად ვერ ამბობენ, რაღაც სხვა ფორმით მაინც უნდა შეუშალონ ხელი უსამართლობას.

რაც შეეხება უსამართლობას, ყველგან ჭამენ ჩვენს ფულს – სადღაც სკოლა არ დაამთავრეს, სადღაც გზა, სადღაც ბაღი და ყველგან ფულია მოპარული. არაფერი არ უნდა გავატაროთ, ყველაფერზე უნდა ამოვიღოთ ხმა. რა არის რეჟიმის ტაქტიკა – დაგვყოსდაგვაქუცმაცოსდაგვაშინოსდაგვაბნიოს… აქტივისტები გამოხშიროს, პროვოკაციაზე წამოაგოს.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას! – წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...