მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლება ხელს უწყობს ანტიდასავლურ მედიას და ებრძვის პროდასავლურს

ხელისუფლება ხელს უწყობს ანტიდასავლურ მედიას და ებრძვის პროდასავლურს

Published on

როგორ მოქმედებენ ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი ონლაინ მედია საშუალებები და ახდენს თუ არა ეს გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე? ამ საკითხზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო დღეს ანგარიშს გამოაქვეყნებს.

კვლევა ბოლო წლებში მომრავლებულ ინტერნეტტელევიზიებსა და საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ანტიდასავლური ხასიათის ინფორმაციას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი უნდა კონტროლდებოდეს და მოუწოდებენ მედიასაშუალებებს გამოაქვეყნონ ინფორმაცია მფლობელების შესახებ.

"საზოგადებამ უნდა იცოდეს თუ ვინ ფლობს ონლაინ მედიას, განსაკუთრებით ბოლო წლებში მომრავლებულ ონლაინ საშუალებებს, ეს იქნება ინტერნეტტელევიზიები თუ საინფორმაციო ვებ გვერდები, რომლებიც აშკარად გამოხატავენ ანტი დასავლურ განწყობებს, ეწევიან ანტი დასავლურ პროპაგანდას. მოვუწოდებთ, რომ მათი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ გაზარდონ, რაც გამოიხატება იმაში, რომ წარმოადგინო მათი დაფინანსების წყაროების და მფლობელების შესახებ ინფორმაცია," – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროექტების კოორდინატორი ნინო რობაქიძე. 

მედიაექსპერტები სახელმწიფოს ვალდებულებაზეც საუბრობენ. მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის  განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, არ გაუფორმოს ხელშეკრულებები ისეთ მედიებს, ვინც აღვივებს სიძულვილს.

"მარგინალური მედიები არსებობენ ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პრობლემაა ის, როდესაც ხელისუფლება ახდენს ასეთი მედიების ლეგიტიმაციას და მეორეს მხრივ, ებრძვის იმ მედიასაშუალებს, ვისაც ღიად დეკლარირებული პრო დასავლური კურსი აქვთ," – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...