მთავარისიახლეებიჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს - ნომერ პირველ ჩოგანს ქვეყნიდან აძევებენ

ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს – ნომერ პირველ ჩოგანს ქვეყნიდან აძევებენ

Published on

ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან აძევებენ. ის რამდენიმე საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, შემდეგ კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ სპორტსმენი არ აკმაყოფილებდა ქვეყანაში შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.

სპორტსმენი საკნდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ავსტრალიაში პროტესტი და კრიტიკა დაიწყო იმის გამო, რომ ის ვაქცინირებული არაა და ქვეყანაში შესვლის უფლებას მაინც აძლევდნენ. ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეთამაშა.

ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა ორჯერ აცრის ან სამედიცინო გამონაკლისის მტკიცებულება, როდესაც ის ჩაფრინდა დუბაიდან ავსტრალიაში, თქვა პრემიერმინისტრმა. წესების შესაბამისად კი მას ქვეყანა უნდა დაატოვებინონ.

“წესები წესებია და არ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები” – თქვა პრემიერმა.

ჯოკოვიჩმა უარი თქვა ვაქცინის სტატუსის საჯაროდ გამჟღავნებაზე, მაგრამ მანამდე მას ნათქვამი აქვს, რომ ვაქცინაციის მომხრე არაა.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...