მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორთან მოსაზღვრე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ქართველი მეხანძრეები ჩაერთვებიან

გორთან მოსაზღვრე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ქართველი მეხანძრეები ჩაერთვებიან

Published on

ოკუპირებულ ტერიტორიაზე  სოფელ არცევის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი  გორის  სოფლებს უახლოვდება. ხანძრის კერიდან დასახლებული პუნქტი ყველაზე ახლოს, 500 მეტრში ოკუპირებული სოფელი ოტრევია. ხანძრის კერასთან ასევე ახლოსაა სოფელ ფლავისმანის სასაფლაო.  – აქ ცეცხლი სასაზღრო ბანერამდე ას მეტრშია მოსული. 
ამ დროისთვის ცხინვალიდან არცევის მიმართულებით გასული სახანძრო მანქანები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა ხანძარმა ფოთლოვანი ტყისა და ბუჩქნარის საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა. 
 
 შიდა ქართლის გუბერნატორის კახა სამხარაძის განცხადებით, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე სარწყავი წყლის არხი მდებარეობს, შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელებს საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა არის გარკვეული რისკები, რომ თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხერხდება, ცეცხლი არ გავრცელდეს იმ მიწის ფართობზეც, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. გუბერნატორის განცხადებით მობილიზებულია შსს, 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. “იმ შემთხვევაში თუ გავრცელების საფრთხე გაჩნდა. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის ლოკალიზაციისთვის –  განაცხადა მან.
 
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ  ე.წ. ოსეთის ხელისუფლება დათანხმდა საქართველოს მთავრობას  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართველი მეხანძრე-მაშველები ჩაერთონ. – ამის შესახებ  მედიას საქართველოს პარლამენტის უშიშროების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. იგი არ აკონკრეტებს ზუსტად ვისთან მოხდა მოლაპარაკებები და ამბობს, რომ ამის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება.
 
.ქართული მხარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოტახანში ჩაერთვება.
 
 

 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...