მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმერეთის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში ,,ნაცონალური მოძრაობა'' მონაწილეობას არ მიიღებს

იმერეთის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში ,,ნაცონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართეს. პარტიის წარმომადგენლებმა იმერეთის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
 
ისინი  კონკურსს უნდობლობას უცხადებენ. მათი ინფორმაციით, საუბნო კომისიის წევრთა სიები შერჩევის გარეშე უკვე არსებობს და კანდიდატები გამგეობასა და „ქართული ოცნების“ შტაბებში შეარჩიეს.საოლქო კომისიის თანამდებობის პირები დარღვევებზე არ რეაგირებენ
გია უკლება განმარტავს, რომ„პროგნოზირებადია ყველაფერი და რამდენიმე რაიონულმა ორგანიზაციამ სიაც კი წარმოადგინა უკვე და წინასწარ არის, ფაქტობრივად, ცნობილი, ვინ იქნება არჩეული და რომელი, რა უბნებზე გადანაწილდება, რა თანამდებობებზე,“ – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კონკურსიდან არ მოუხსნიათ არც ის 61 პირი, რომელიც წინა არჩევნების შემდეგ დისციპლინურ დევნას დაექვემდებარა.. .

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...