მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა გაიტანა

საქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა გაიტანა

Published on

საქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა იმსხვერპლა. შემთხვევა ადლიგენში მოხდა.  
გერმანული მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცები სადგურში ღამით გადაადგილდებოდნენ, სატვირთო მატარებელს ყურადღება არ მიაქციეს და ის მათ დაეჯახა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ საკონსულოს გერმანიის პოლიციამ დაუდასტურა.
 გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო უწყებაში ჯერჯერობით არ ასახელებენ., საუბარია მხოლოდ მათ ასაკზე – ერთერთი გარდაცვლილი   27  წლისაა, მეორე – 33-ისა., ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.
 უწყების განცხადებით, დაწყებულია გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.
 
 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ეცნობებათ დადგენილი წესის შესაბამისად. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ

 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...