მთავარისიახლეებიუკრაინადღეს კიევში პრეზიდენტ საააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს

დღეს კიევში პრეზიდენტ საააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს

Published on

დღეს კიევში პრეზიდენტ საააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს. – ინფორმაცია ამის შესახებ ,,ვესტიმ'' გაავრცელა.
უკრაინის შსს ხელმძღვანელის ავაქოვის ყოფილი მრჩეველი ილია კივა კი ამტკიცებს, რომ დავით სააკაშვილი დაექვემდებარება დეპორტაციას, რამდენადაც  უკრაინაში ყოფნის უფლების დამადასტურებელ მის დოკუმენტს   ვადა გაუვიდა.
,,სულ ახლახან  საიმიგრაციო სამსახურმა და პოლიციამ უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დაღვევისათვის დააკავა  უკრაინის მოქალაქეობის არმქონე მიხეილ სააკაშვილის ძმა,  და დეპორტაციისთვის ამზადებს  მას – განაცხადა კივამ  უკრაინის ტელეარხ 112- ის ეთერში. 
მისი  თქმით, ახლა ფორმდება დოკუმენტები და განორციელდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედებები  სამართალდამრღვევის მიმართ. დავით სააკაშვილის დეპორტაცია მოხდება საქართველოში, რომლის მოქალაქეც ის არის.''
 
 მიხეილ სააკაშვილი კი  აცხადებს, რომ დაკავებისა და დეპორტაციის არგუმენტი აბსურდულია, რადგან მის ძმას ჰქონდა ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი   (посвідка)
,,დღეს დილით ავაკოვის პოლიციელებმა დააკავეს ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი, როცა ის კიევში სახლიდან გამოდიოდა. დაკავების შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დავითი იურისტია, მას აქვს უკრაინაში ბინადრობის უფლება. ეტყობა ამ გზით ფიქრობენ ჩემზე ზეგავლენა მოახდინონ და გადამაფიქრებინონ უკრაინაში დაბრუნება…
რა ცუდად მიცნობენ, ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო ამტკიცებენ ჩემს გადაწყვეტილებას დავბრუნდე უკრაინაში და გავწმინდო იგი განუკითხაობისა და ბარიგებისგან.
ჩემი ძმის დაკავების პარალელურად დასავლეთ უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე გაგზავნილია მობილური ჯგუფები კიევიდან, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან. მობილურ ჯგუფებში შედიან ყოფილი ბერკუტელები. მათ მიცემული აქვთ დავალება, რომ ხელი შემიშალონ შემოვიდე და ავიღო პასპორტი…
ვნახოთ ვისი აჯობებს, შევხვდებით საზღვარზე!
ჩემი ძმა აი ამ მანქანით წაიყვანეს'' – წერს მიხეილ საკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე. 
 

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოსთვის ჯერ არავის მიუმართავს.საელჩომ ინფორმაცია მედიიდან მიიღო და ახლა მას ამოწმებს.
”არსებობს წესები. როცა რაღაც ხდება საელჩოს ატყობინებენ ამის შესახებ და ეს არის ოფიციალური დასტური. ჩვენ გავეცანით ამ ინფორმაციას მედიაში. ვამოწმებთ ჩვენი არხებით, თუ რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს. საელჩოსთვის ამ ეტაპზე არავის მოუმართავს”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

 
 
 
 
 
 

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...