თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. პროცესზე, რომელიც 11.00 საათზეა დანიშნული , ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მთავარი სხდომა იწყება. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. მისი თქმით, მთავარი სხდომა, სავარაუდოდ, დღეს ვერ დასრულდება, რადგან საქმე მოცულობითია და ბევრი პროცედურაა გასავლელი. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მას დღეს ექნება შუამდგომლობა, თუმცა ამაზე წინასწარ კომენტარი არ გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს დაიკითხება ექსპერტი, რომელმაც 2005-2006 წლებში "რუსთავი 2-ის წილების საბაზრო ღირებულებაზე ექსპერტიზა ჩაატარა და როგორც ცნობილია, აღნიშნული ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ წილების ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე ქიბარ ხალვაშს გადაუხადეს. გარდა ამისა, შუამდგომლობები აქვს მოპასუხე მხარესაც. პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, დღეს მოპასუხე მხარის რამდენიმე შუამდგომლობა ექნება. მათ შორის, კიდევ ერთხელ მოითხოვს მოსამართლის აცილებას. გარდა ამისა, ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, მოპასუხე მხარე დააყენებს შუამდგომლობას პროცესის გადადებასთან, ასევე ექსპერტიზის ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით და სასამართლოს კიდევ რამდენიმე შუამდგომლობას წარუდგენს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას, საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.
საქალაქო სასამართლოსთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები იკრიბებიან
სიახლეები
სიახლეები
TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...
სიახლეები
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...
სიახლეები
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...
სიახლეები
TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...