მთავარისიახლეებიპოლიტიკა  მიშა გადაიყვანეს იძულების წესით, ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით - გიორგი ჩალაძე

  მიშა გადაიყვანეს იძულების წესით, ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით – გიორგი ჩალაძე

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში იძულების წესით გადაიყვანეს.

როგორც მან მედიასთან რუსთავში განაცხადა, იყო ხელბორკილების დადების მცდელობა და ჯიკაობა.

„ეს არის განგაშის ბოლო სიგნალი, შემდეგი უკვე ამ კაცის მოკვლა იქნება. პირდაპირი გაგებით, შეუძლიათ ტყვია ესროლონ და მოკლან და მოკლან საქართველოს მომავალიც. მიშა გადმოიყვანეს იძულების წესით, ხელბორკილების დადების მცდელობით, ჯიკაობით. თუ რა დაზიანებები აქვს მიყენებული, ეს სახალხო დამცველმა და მისმა ადვოკატებმა უნდა შეაფასონ და ნახონ“, – განაცხადა ჩალაძემ.

 მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...