მთავარისიახლეებისაზოგადოებაის წყალშია, ვერტმფრენები - აზიაში, ქვეყანას კი ცეცხლი უკიდია

ის წყალშია, ვერტმფრენები – აზიაში, ქვეყანას კი ცეცხლი უკიდია

Published on

ბიძინა ივანიშვილი  მარტვილის კანიონით აღტაცებული ჩანს და იდილიას არაფერი ურღვევს, ისიც კი, რომ ინდიანა ჯონსის სამოთხის ამ  ქართული ვარიანტის ხელახალი აღმოჩენა და მისი  მოწესრიგების იდეა  მის მიერ დევნილ პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
 
თუ მისი აღტაცებული მზერა კლდის თავზეა მიმართული,  არა უშავს ( იმედია, კანიონს საყდრისივით არ დაანგრევს), მაგრამ თუ კანიონის თავს გადმომდგარ ხეებს, აღელვების საფუძველი მეგრელებს ნამდვილად გვაქვს. 
 
 ცალკე საკითხია, რომ თავად წყალშია (მარტვილშიც და სოლოლაკშიც), ქვეყანას კი ცეცხლი უკიდია,  და  რაც მთავარია, იმ ვერტმფრენების ქირა, რომელიც  ასე სჭირდება საქართველოს, მაგრამ აზიის ქვეყნებში ყავს გაქირავებული,  ჩხრიალით  ჩაედინება მის ყულაბაში .
 
შეგახსენებთ, ოლიგარქს ,14 საფრენი აპარატი ჰყავს,მათ შორის 8 რუსული და ერთი ულტრათანამედროვე ევროკოპტერი, რომელიც მისი  "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი  კომპანია ,,ავიასერვისის'' სახელზეა გაფორმებული. აქედან 5   მი-8 ტიპის ვერტმფრენია, ეს  საფრენი აპარატები, მით უფრო სუპერპუმა,   სამაშველო ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, მათი გამოყენება ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციებში შეიძლება ( რაც უნდა ილაპარაკოს გიგი უგულავამ, რომელიც ნამდვილად არ არის უფრო კვალიფიციური და სანდო, ვიდრე მათი გამომშვები ქარხნების მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი პარამეტრები), მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაცო სამუშაოებში აღნიშნული ვერტმფრენები არ ჩართულან.როგორც კომპანიის დირექტორი ალეკო ტყემალაძე ადასტურებს,  ვერტმფრენები ჰუმანიტარული მისიისთვის აზიაში ჰყავთ გაგზავნილი.
 
რა თქმა უნდა, მთაწმინდაზე ამ წუთებში ავარდნილ ხანძარსაც მიეცემა ,,კარგად'' გავრცელების საშუალება, რადგან უგზოუკვლოდ დაკარგული სუპერპუმა  აქაც ვერ ჩაერთვება საქმეში.
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...