მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ორი კვირის წინ ვიცოდით, რომ ჩემი შვილი შინ ბრუნდებოდა, მაგრამ ასე მოხდა...''-...

,,ორი კვირის წინ ვიცოდით, რომ ჩემი შვილი შინ ბრუნდებოდა, მაგრამ ასე მოხდა…”- შვეიცარიაში მოკლული ახალგაზრდის მამა შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

Published on

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე 35 წლის  ვაჟა კაციაშვილი მოკლეს.  მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, იგი მოკლულის   თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარია. სოსო გურგენიშვილი. ორივე ახალგაზრდა გურჯაანელია, ისინი 2 თვის წინ  ერთად  წავიდნენ  შვეიცარიაში და ლტოლვილად ჩაბარდნენ. 
 
მოკლულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი  შვეიცარიაში გურგენიშვილთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა. სხვა დეტალები მათთვის ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ბავშვობის მეგობრებს შორის ძველი კონფლიქტი გამხდარიყო.

 
”ორი კვირის წინ ვიცოდით, რომ ჩემი ბიჭი ჩამოდიოდა. ველოდებოდით აქ ცოცხალს და ასე მოხდა. დანარჩენი არ ჩანს, რა მოხდა, მაგრამ საძილე არტერიაა გადაჭრილი. შეიძლება ჩემი ბიჭი ნასვამი იყო და იწვა, ან უკნიდან მიეპარნენ, თორემ პირისპირ მდგარი ადამიანი დანას  საძილე არტერიაში ვერ ჩაარტყამდა”- განაცხადა კაციაშვილის მამამ.
 
გარდაცვლილის ოჯახი შვილის  გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიაში გარდაცვლილი მამაკაცის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ  შვეიცარიის საელჩოს და საგარეო სამინისტროს შორის შესაბამისი კომუნიკაცია უკვე შედგა. მათივე ცნობით, დადასტურებულია გარდაცვალება. მიმდინარეობს გამოძიება და ყველა დეტალი გამოძიების შემდეგ ეცნობება უწყებას. 
.

 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...