მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა...

ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული რეჟიმზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბევრი საკითხი განიხილა. როგორც მელია ამბობს, პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა “გულუბრყვილო მოლოდინი არ აქვს”.

“თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ, ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას, ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი. არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვანაირად გაგვიჭირდება”, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებული ვითარების სწორი აღწერა აქვს, რაზეც საჯაროდაც ისაუბრა.

“შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, თუ თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს”, – თქვა მელიამ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...