მთავარისიახლეებისამართალიგენპროკურატურის განცხადება  ფოთის ყოფილი მერის ირაკლი კაკულიას დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით

გენპროკურატურის განცხადება  ფოთის ყოფილი მერის ირაკლი კაკულიას დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით

Published on

გენპროკურატურა ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის,ირაკლი კაკულიას დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

,,სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის – შპს „პირამიდა ფ.რ. ფილიალის“ წარმომადგენლისგან ქრთამის სახით დიდი ოდენობით თანხა – 30 000 ლარი აიღო.

ასევე, ფოთის მერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს დაეხმარა თაღლითური გზით დაუფლებოდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 439 892.46 ლარს. – ნათქვამია გენპროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს, ფოთის მერსა და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ფოთის მერიის მიერ შესყიდული იქნა მალთაყვის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგვიანებით, ფოთის მერი აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს შეუთანხმდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს აუნაზღაურებდა წინასწარ, სამუშაოების უშუალო შესრულებამდე, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 30 000 ლარი აიღო. აღნიშნულის შემდეგ,კომპანიის წარმომადგენელმა ფოთის მერთან შეთანხმებით, ეტაპობრივად დაამზადა შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები, რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების შესახებ. ფოთის მერმა კი, მის დაქვემდებარებაში მყოფ რამოდენიმე თანამდებობის პირს და თანამშრომელს აღნიშნული ყალბი აქტების ხელმოწერებით დადასტურება დაავალა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალაქ ფოთის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის II ნაწილით (ქრთამის მოთხოვნა და აღება), 25, 180-ე მუხლის III ნაწილით (თაღლითობაში დახმარება), 210-ე მუხლის II ნაწილით (ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა – 40 000 ლარი და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ამავე განაჩენით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ათი პირი, მათ შორის – ფოთის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო, ოთხმა ბრალდებულმა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.”  – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სიახლეები

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...