მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

Published on

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, ევროპულმა საბჭომ გრანადის დეკლარაციის გათვალისწინებით, გაფართოებისა და ევროკავშირის შიდა რეფორმების მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებზე სტრატეგიული დისკუსია გამართა.
„გაფართოებული კავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ გაწევრიანების დროს. წევრობის მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, გაწევრიანების პროცესის დამსახურებაზე დაფუძნებული ბუნების შესაბამისად და ევროკავშირის დახმარებით“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპული საბჭოს შეფასებით, პარალელურად, თავად ევროკავშირმაც უნდა გააგრძელოს შიდა სამუშაოები და რეფორმები, განსაზღვროს გრძელვადიანი მიზნები და მათი მიღწევის გზები, ასევე გადაჭრას პრიორიტეტებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯები ევროკავშირს გააძლიერებს და ევროპულ სუვერენიტეტს განამტკიცებს.

სიახლეები

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა

საქართველოს საპატრიარქო სამთავროს მონასტერში რუსულ ენაზე ლიტურგიის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს,...

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს – ტრამპი

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს... ისინი არ აპირებენ ზელენსკისთან...

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი - როგორც Reuters...