მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

Published on

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნულის  შესახებ ტელეკომპანია „ოდიშს“ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ექიმების კონსილიუმის შედეგად გადაწყდა, რომ ბავშვს თავის ტვინზე ოპერაცია არ გაუკეთდება. ნიორაძის ინფორმაციით, ბავშვი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობის პროცესს. ის უკვე კონტაქტურია.
 
მცირეწლოვანი ბავშვი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან 28 აგვისტოს გადმოვარდა. ის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ბავშვს ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნებოდა, ასევე მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები.
 
დაშავებული ბავშვი იმავე დღესვე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისმობს.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...