მთავარიUncategorizedწუხელ და დღეს შეუძლოდ გახდა კიდევ ორი მოშიმშილე

წუხელ და დღეს შეუძლოდ გახდა კიდევ ორი მოშიმშილე

Published on

  ნაციონალური  პარტიის ოფისთან, მოშიმშილეთა ერთერთ კარავთან ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა – შეუძლოდ გახდა კიდევ ერთი მოშიმშილე. მას არტერიული წნევის ვარდნა და კუჭის ძლიერი ტკივილები აღენიშნება.

წუხელ ღამით პროტესტს კიდევ ერთი მოშიმშილე ბონდო თედორაძე გამოეთიშა. ის სასწრაფო დამხარების ბრიგადამ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების რეკომენდაციით პროტესტის უკიდურესი ფორმა შესაძლოა დღეს კიდევ რამდენიმე მოშიმშილემ შეწყვიტოს. – მიზეზი მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა

უკვე შიმშილობის მე-6 დღეა, რაც  მოშიმშილეთა ჯანმრ თელობის მდგომარეობაზე სულ უფრო მწვავედ აისახება, თუმცა შიმშილბა პერმანენტულია და კლინიკაში გადაყვანილებს სხვები ჩაენაცვლებიან. 

ფროგორც ენმ-ს წევრი  გიორგი ბოტკოველი ამბობს,  პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გრძელდება. 

,,ჩვენი მთავარი მოთხოვნები –  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება  და  ქვეყნის დახსნა იმ მარწუხებისგან, რომელშიც იგი  ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა მოაქციაძალაში რჩება.    მოშიმშილეები მხნედ არიან” – ამბობს იგი

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...