მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მგზავრობის ფასები იზრდება, მაგრამ არ იზრდება, ახლა პარკირების საფასურიც იცვლება, მაგრამ არ...

,,მგზავრობის ფასები იზრდება, მაგრამ არ იზრდება, ახლა პარკირების საფასურიც იცვლება, მაგრამ არ იცვლება”

Published on

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ პარკირების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი კვლავინდებურად 1 ლარი იქნება, წლიური სააბონენტო გადასახადი კი – 50 ლარი.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მერია ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორისთვის დამატებითი პაკეტების შეთავაზებას გეგმავს. მათ შორის იქნება წლიური 800-ლარიანი სააბონენტო გადასახადი, რომელიც მფლობელს ათავისუფლებს საათობრივი საფასურისგან. „რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პარკირების საფასურის გადახდის წესის ცვლილება იგეგმებოდა და პარკირებაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, აბონემენტები შეიქმნებოდა.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...