მთავარისიახლეებისაზოგადოებაყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერს რუსული სტილით აშენებენ

ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერს რუსული სტილით აშენებენ

Published on

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს ახალი სამონასტრო კომპლექსი შენდება და კომპლექსში რუსული სტილის ეკლესიაც შედის. ნიკა ვაჩეიშვილი წერს, რომ ყინწვისში არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა. მის სტატუსს სტიქაროსან ლაშა დეისაძე-შერვაშიძის შეპასუხება მოჰყვა. ნიკა ვაჩეიშვილი წერს:"ვიყავი ყინწვისში, გაჩაღებულია მშენებლობა მონასტრის გარშემო, ისე, რომ წმ. ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს, აგრესიულს და უსაშველოდ დიდს. ძველი მონასტრის ეზოში ხომ ახალი, ტორტივით გაფორმებული შეუსაბამო ტაძარია ჩაკვეხებული.სადაა მოწიწება, სადაა წინაპართა პატივისცემა, სადაა სილამაზის დანახვის უნარი. სიბრმავე და თვითნებობა მეფობს" – და ფოტოსაც აქვეყნებს."ეს ეხება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროს, ეგებ გარემოს დაცვასაც – ამოღრუტნულია ტყე…", – წერს ნიკა ვაჩეიშვილი. რამდენიმე წუთში ნიკა ვაჩეიშვილს ლაშა დეისაძე-შერვაშიძემ უპასუხა და დაწერა, რომ ახალი კომპლექსის მშენებლობა არა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის თავზე, არამედ მისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მიმდინარეობს:"წმ. ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს" – თავზე ადგამენ ნიშნავს, რომ ტაძარს აშენებენ ზემოდან. ძალიან არასწორად გამოხატეთ ვითარება, ბატონო ნიკოლოზ!თქვენს მიერ ხსენებული სამონასტრო კომპლექსი (კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის) შენდება ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრიდან აბსოლუტურად სხვა მხარეს, რამდენიმე ასეული მეტრის (შესაძლოა 1 კმ.) დაშორებით, ის წარმოადგენს სხვა მონასტერს და არანაირ შემხებლობაშია ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტერთან.". – წერს დეისაძე-შერვაშიძე, მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კი მშენებარე სამონასტრო კომპლექსია გამოსახული (სტატიის მთავარი ფოტო).

სიახლეები

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...

ყაჩაღობისთვის ძებნილი ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს...

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...

UK და საფრანგეთი უკრაინაში მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალებს გაგზავნიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში...