მთავარისიახლეებიპოლიტიკაგორში ჩავლილი კოლონის დასანახად მესამე პრეზიდენტმა დახატული დროშა ააფრიალა

გორში ჩავლილი კოლონის დასანახად მესამე პრეზიდენტმა დახატული დროშა ააფრიალა

Published on

საკუთარი ხელით დახატული დროშა გორში ჩავლილი მხარდამჭერთა კოლონის დასანახად – მიხეილ სააკაშვილმა გისოსებიანი პალატიდან ჯერ თითებით გული გამოსახა, შემდეგ კი ქაღალდზე მისივე დახატული დროშა ააფრიალა.

კოლონით დედაქალაქში მიმავალი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამ ჟესტს ოვაციით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა რეგიონიდან თბილისისკენ დაძრული მხარდამჭერები.

მიხეილ სააკაშვილი დღეს 54 წლის გახდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს და ამჟამად მკურნალობის კურსს გადის გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მკურნალობა მესამე პრეზიდენტს მას შემდეგ დასჭირდა, რაც 45 დღეზე მეტხანს იშიმშილა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...