მთავარისიახლეებიპოლიტიკამეოთხე პრეზიდენტი მესამესთან შეხვადრას ოფიციალურად ითხოვს | გიორგი მარგველაშვილის მიმართვა

მეოთხე პრეზიდენტი მესამესთან შეხვადრას ოფიციალურად ითხოვს | გიორგი მარგველაშვილის მიმართვა

Published on

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური წერილით ითხოვს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. 

ამ თხოვნით მან ოფიციალურ ორგანოებს უკვე მიმართა. 

“როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი. 

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, 

გიორგი მარგველაშვილი”, – წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში ჩამოსვლისას მისი დაკავების შემდეგ, ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...