მთავარისიახლეებიპოლიტიკაგენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია

გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია

Published on

საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი,  გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. 

გენერალი კალანდაძე  გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს  ბერლინში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, იგი  ბრუნდებოდა უკრაინაში, სადაც წლების წინ გადასახლდა. დაკავების მომენტში მას თან ახლდა მეუღლე და შვილი. ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში აცხადებენ, რომ მათვის არ განუმარტავთ,  რის საფუძველზე დააკავეს იგი.

დამატებითი ინფორმაცია მიზეზებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის. 

ყოფილი სამხედროები, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი ძალოვანი უწყების  თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, კალანდაძის დაკავების უკან რუსეთის დაკვეთას ხედავენ.

თუ  იგი საქართველოს მოთხოვნით არის დაკავებული, ეს რუსეთის შეკვეთააა -ამბობენ ისინი-  გიგი კალანდაძე 2008 წლის ომის დროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო . მისმა ქვედანაყოფმა  დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის 58-ე არმიას,  რუსეთის სხვა სამხედროებთან ერთად მწყობრიდან გამოიყვანა პუტინისთვის საამაყო  გენერალი ხრულიოვი.

მისი დანაშაული მხოლოდ ის  არის, რომ იბრძოდა რუსეთის, აგრესორის წინააღმდეგ,  თუმცა არის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი – გენერალმა არ დათმო მუნდირის ღირსება და არ მიიღო წინადადება  დაეგმო მთავარსარდალი მიხეილ საკაშვილი და დამდგარიყო ახალი, პრორუსული ხელისუფლების გვერდით. 

ყველას გვხსოვს მისი სკანდალური დაკავება 2912 წლის 7 ნოემბერს,  05.20 საათზე მთავარი პროკურორის თანდასწრებით,  თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, ირაკლი ალასანიას კაბინეტში, სადაც ალასანიმ დაიბარა იგი ,,სასაუბროდ” 

გიგი კალანდაძის  წინაამდეგ  აღიძრა საქმე ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით  (დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით). ჩინჩალაძის სასამართლომ მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მალევე გამოუშვა  გირაოს საფუძველზე, რის შემდეგაც იგი გადავიდა უკრაინაში, სადაც დაიკავა   თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. 

„რუსეთის ფედერაციამ მოითხოვა ჩემი დაკავება უკრაინაში. მიზეზად სახელდებოდა ჩემი, როგორც ბრიგადის მეთაურის მონაწილეობა 2008 წლის ომში. დღევანდელი საქართველოს პროკურატურა და ახალი პროკურორი პირდაპირ ხელდასმით ასრულებს რუსული პროკურატურის დავალებას.“- აცხადებდა გიგი კალანდაძე

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...