მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერის გამოსვლა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სტილში და ძროხა ,,კამელიათი'' მოამაყე კინოპერსონაჟის...

პრემიერის გამოსვლა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სტილში და ძროხა ,,კამელიათი” მოამაყე კინოპერსონაჟის აღტყინებით

Published on

პრემიერმა დღეს ყველაფერზე და ილაპარაკა ტყუილ-მართლის განურჩევლად

ისი წლიური ანგარიშის ძირითადი თეზისები იყო:

,,უარი ვთქვით რუსეთთან ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე

განმტკიცდება აშშ-თან უმაღლეს დონეზე არსებული დიალოგი და კოორდინაცია

საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესასვლელად

ჩვენ ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია

არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან

წლის ბოლოს ორნიშნა ზრდა გვექნება, ირლანდიის შემდეგ ევროპაში უპრეცედენტო ზრდაა” და სხვ. 

ყველა საკითხთან მიმართებაში იგი ხაზგასმით აღნიშნავდა თავის როლსა და დამსახურებას:

“მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხს და ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცე დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – თქვა პრემიერმა.

ნიშანდობლივია, რომ ღარიბაშვილს  ერთი სიტყვითაც, თუნდაც გადაკვრით, არ უხსენებია პოლარიზაციის ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ინიციატივა.

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...