მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბა" - გია ხუხაშვილი

“ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბა” – გია ხუხაშვილი

Published on

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე სოციალურ ქსელში ირონიულად ეხმიანებიან. მაგალითად, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი მაცივარს ეჩხუბება:

“ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბა – ქაღალდზე ორნიშნა ზრდა, მაცივარში ირნიშნა კლება.
კარგი იქნება რომელიმე დეპუტატი ერთ კახურ ანეგდოტს თუ მოუყვება:
მიხომ უნივერსტეტი დაამთავრა და სოფელში დაბრუნდა.
ერთ დღეს მამასთან ერთად სადილობს.
– მიხო, თბილისში რა ისწავლე? – ჰკითხა მამამ.
– ფილოსოფია – ამაყად უპასუხა მიხომ.
– ეგ რა არის?
– აი თევზს ხომ ხედავ? მე შემიძლია გელაპარაკო და ეს თევზი ორად მოგაჩვენო.
– კარგი შვილო, მაშინ ამას მე შევჭამ და რომ მომაჩვენებ, ის შენ შეჭამე – უპასუხა მამამ”. – წერს გია ხუხაშვილი.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...