მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოლიგარქი თავისივე დაგებულ მახეში გაება"- ნიკა მელია

“ოლიგარქი თავისივე დაგებულ მახეში გაება”- ნიკა მელია

Published on

სურვილის მიუხედავად ივანიშვილს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების თავი არ აქვს -განაცხადა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთნ, სადაც  ხმაურიანი პროცესის პარალელურად მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, რომ “ოლიგარქი თავისივე დაგებულ მახეში გაება”.

აბსურდიც არის და აბსურდიც – რა ქნას ივანიშვილმა? – წლების წინ დაიწყო ეს საქმე და იძულებულია მიჰყვეს. ძალიან უნდა , ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახი დააზიანოს და ამით “ტვ პირველს” მიაყენოს დიდი დარტყმა, თუმცა   ამას ვერ გაბედავენ, რადგან მათი სტანდარტისთვისაც კი ბევრი პოლიტიკური პატიმარი ერთ მოცემულ პრიოდში მეტისმეტია”- განაცხადა “ტვ პირველთან” ნიკა მელიამ. 

,,ბევრი ფიქრობს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული – გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ხვდებით ბიძინა ივანიშვილი რა მდგომარეობაში ჩავარდება?- ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ: აი, შენმა სასამართლომაც თქვა, რომ ცუდი კაცი ხარ, ბოროტი  და პოლიტიკურად დევნი ადამიანებს. დაპატიმრების თავი არ აქვს, რდგან იცის, რომ  ძალიან მწვავე რეაგირება იქნება,  როგორც ოპოზიციის, ისე  საერთაშორისო საზოგადიოების მხრიდან და რაღაც შუალედური გადაწყვეტილების მოფიქრება მოუწევს. რა იქნება ეს არ ვიცი,   განაცხადა მელიამ. 

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.

მოსამართლე გიორგი არევაძეს განაჩენის გამოსაცხადებლად დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირა აქვს.

 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...