მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ: რეჟიმის ცვლილების შემდეგ, უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს კომპენსაციას გადავუხდით

ენმ: რეჟიმის ცვლილების შემდეგ, უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს კომპენსაციას გადავუხდით

Published on

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც აქციებზე პოლიტიკური ნიშნით აკავებენ, კომპენსაციას გადაუხდიან, მათ მიმართ დაწესებული ჯარიმები კი გაუქმდება. ეს ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ აქციებზე ადამიანებს უკანონოდ აკავებენ, რაც მისივე თქმით სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც მან აღნიშნა, ყველა აქტივისტის დაკავების ვიდეომასალა დაარქივებულია და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საქმეებს ინდივიდუალურად გადახედავენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება – როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებული იყვნენ აქციაზე პოლიტიკური ნიშნით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი. ასევე ყველა პირი, ვინც აქციაზე გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ დააკავეს, ამ ადამიანებს გადაეხდებათ კომპენსაციის სახით ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა ქართულმა ოცნებამ. ასევე, ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე უკანონოდ დააკავეს, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდება კომპენსაცია”, – თქვა ხაბეიშვილმა.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...