მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არა აქვს მნიშვნელობა სად გაიმართება შეხვედრა, ოღონდ კი დასრულდეს ეს დაპირისპირება და...

,,არა აქვს მნიშვნელობა სად გაიმართება შეხვედრა, ოღონდ კი დასრულდეს ეს დაპირისპირება და მტრობა”

Published on

დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეებში იქნა გაჟღერებული და ეს პროცესი მალე დაიწყოს – ასეთია მიხელ სააკაშვილის პოზიცია მოლაპარაკებებზე.

მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა მეუფე იაკობის ქადაგებას, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა ეკლესიაში უნდა შედგეს. 

“მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ  სასურველია შეხვედრა სამ პრეზიდენტს შორის გაიმართოს საპატრიარქოში, თუმცა მას შეუძლებლად მიაჩნია ეს ტექნიკურად განხორციელდეს , ვინაიდან  მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო,  პრეზიდენტის ადმინისტრაცია,  გორის ჰოსპიტალი თუ, ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დასხდნენ სასაუბროდ” – ამბობს ეკა  ხერხეულიძე, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მესამე პრეზიდენტის  გზავნილები  გამოიტანა.

ხერხეულიძის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმება  21 დეკემბერს  აქციას, რომელიც გუშინ დაანონსდა  და ყველას სთხოვს, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი და ბედი მნიშვნელოვანია, აქციაზე მივიდეს.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...