მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ არის მალხაზ ჯავოევი, რომელიც მოსკოვში ბალერინას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს?

ვინ არის მალხაზ ჯავოევი, რომელიც მოსკოვში ბალერინას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს?

Published on

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას, ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს.

ამ საქმეზე დაკავებულია  საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელსაც განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი,  ამჟამად  ,,მატროსსკაია ტიშინად'' წოდებულ  იზოლატორში იმყოფება და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. 
 
გამოძიების ინფორმაციით,  37 წლის  მალხაზ ჯავოევი დაცვაში მუშაობდა და  მოსკოვში საიდუმლო ბიზნესი ქონდა აწყობილი –  ფულიან და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა ესკორტმომსახურებისთვის და ფულიანი ხალხის წვეულებებზე აგზვნიდა მათ.
 
ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე, 2012 წელს, გაიცნო მან მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა 23 წლის ოლგა დემინა , რომელსაც წარუდგა როგორც ,,აღმოსავლელი პრინცი, დიდგვაროვანი ქურთების შტამომავალი''.  მათი სასიყვარულო კავშირები მას შემდეგაცგრძელდებოდა, რაც ჯავოევმა ცოლი შეირთო და ორი ბავშვის მამა გახდა. მოსკოვის ბომონდურ წრეებში მათ შვედურ ოჯახსაც კი ეძახდნენ, სადაც მშვიდად თანაცხოვრობდნენ ცოლი, ქმარი და საყვარელი.
 
 
 
ჯავოევმა, როგორც ირკვევა, საბინაო აფიორებში ჩაითრია იგი და ამის დასტიურად სახელდება ის, რომ დემინა მიათხოვა ერთერთ თაყვანისმცემელს იმ პირობით, რომ ,,სიძე''  მას ერთ-ერთ თავის ძვირადღირებულ  ბინას  გადაუფორმებდა.  არსებული ინფორმაციით, ჯავოევი დემინას სისტემატურად აშანტაჟებდა პორნოგრაფიული სურათებით, რომელთაც ინტერნეტში ავრცელებდა. ამ შანტაჟითა და   სხვა აფიორებისა  გზით  , 2014 წლის 14 მარტს მან  აიძულა ოლგა დემინა თავისი ბინა 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიეყიდა მისთვის ფულის სემდგომი გადახდის პირობით. . უკვე აპრილში ჯავოევმა ეს ბინა სხვას მიჰყიდა, რომლის თანხა დემინასთვის უნდა გაეყო. 
 
2014 წლის 20 აგვისტოს აგვისტოს კი ოლგა დემინა გაუჩინარდა. გამოძიების მასალებით, ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა. იგი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გაუჩინარებულის  სისხლის კვალი ჯავოევის მანქანაში იპოვეს, ვარაუდობენ, რომ ჯავოევმა მსხვერპლი ბინაში მოკლა და გვამი მანქანით გაიტანა ქალაქიდან.  

 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...