მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო ბაღები დღეიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ

საჯარო ბაღები დღეიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ

Published on

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა.

აღნიშნული რეგულაციებით, რომელიც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები დღეიდან იხელმძღვანელებენ.

განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვისა და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.

კერძოდ, მაღალი რისკის კონტაქტად (ახლო ექსპოზიცია) ითვლება პირი, რომელსაც: ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი „კოვიდ-19“-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: შეხველება); რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო/შეხვედრების ოთახი და ა.შ.) „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაბალი რისკის კონტაქტად მიიჩნევა პირი, რომელსაც: ჰქონდა პირდაპირი შეხება „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევასთან ორ მეტრზე ნაკლები, მაგრამ ერთ მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით.

დოკუმენტის თანახმად, მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარებიან თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს „კოვიდ-19“-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი.

დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევათ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე).

ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების არც ერთი ნიშანი არ გამოუვლინდებათ.

დოკუმენტი ასევე შეიცავს რეკომენდაციებს სანიტარული ნორმების, დასუფთავებისა და დეზინფექციის მიმართულებით.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...