მთავარისიახლეებიპოლიტიკავის გაუჭირდა და დასჭირდა თითქოს განადგურებული ვიდეომასალების გამოქვეყნება

ვის გაუჭირდა და დასჭირდა თითქოს განადგურებული ვიდეომასალების გამოქვეყნება

Published on

,,როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", – ასეთი სათაურით გამოქვეყნა უკრაინულმა ვებ-გვერდმა ტუბე.უა-მ" სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა. 

გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". 

ეს ფაქტი უკრაინაშიც და საქართველოშიც ბევრმა, ქართველ რეფორმატორთა გუნდის წარმატებების და , უპირველეს ყოვლისა, ოდესაში იუსტიციის სახლის გახსნასთან დაკავშირებული   ფურორის დაჩრდილვის მცდელობად აღიქვა იანუკოვიჩის რეჟიმისა და მოსკოვის მხრიდან.  
ვებ-გვერდს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. თუმცა დღეს გამოქვეყნებულმა გამოკითხვის შედეგებმა წარმოშვა ეჭვი, რომ მასალის მიმწოდებელი შედეგებით უკმაყოფილოთა წრეში უნდა ვეძიოთ.
ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა, თუმცა გამოითქმოდა საფძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არ იყო ამ ჩანაწერების ერთადერთი ეგზემპლარი და ხელისუფლება თადარიგში შეიონახავდა მას საჭირო მომენტში გამოსაჩენად.

,,ძალიან გაუჭირდათ, როგორც NDI-ის კვლევამაც აჩვენა და დასჭირდათ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ უკრაინული საიტის მიერ გავრცელებული მასალის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს მსგავსი ტიპის ვიდეოები რეალურად არ გაუნადგურებია და შენახული ჰქონდა გარკვეული მომენტისთვის, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოსაყენებლად.

 

სიახლეები

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...