ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული. ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა. ხანძრის კერების სიმრავლის გამო, სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან პერიოდულად სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები. მთის მასივში გზის გაყვანა და ჯანმრთელი ტყისგან ხანძრის კერების გამოცალკევება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალავიძის თქმით, ამ დროისათვის 10 კილომეტრამდე გზაა გაყვანილი.
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს
სიახლეები
საზოგადოება
მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...
საზოგადოება
სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...
სიახლეები
ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა
ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...
პოლიტიკა
ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...