მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეკვეთილში ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, არიან მძიმედ დაშავებულებიც

შეკვეთილში ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, არიან მძიმედ დაშავებულებიც

Published on

შეკვეთილში ორი მიკროავტობუსი  შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია 28 მგზავრი, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია ესაჭიროებათ.
 
შეჯახების შედეგად დაშავებულები ქობულეთის ორ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ავტოსაგზაო შემთხევა, ქობულეთი-გურიის ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს დილით მოხდა.
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ პაციენტები ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არიან და ამ ეტაპზე რეანიმაციული ღონისძიებების საჭიროება არ დგას.
 
დაშავებულები შემთხვევის ფაქტს ვერ იხსენებენ და აცხადებენ, რომ უჭირთ ამ ეტაპზე, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი.   
 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...