მთავარისიახლეებისპორტი"ევრობასკეტის" თამაშებს თბილისში ჩაშლა ემუქრება - ფიბაში ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებით...

“ევრობასკეტის” თამაშებს თბილისში ჩაშლა ემუქრება – ფიბაში ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებით იმედგაცრუებულები არიან

Published on

“ევრობასკეტის” თამაშებს ჩაშლა ემუქრება. მოედანი, სადაც საქართელომ ელიტარულ ტურნის უნდა უმასპინძლოს, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

აღნიშნული ტერიტორია “ფიბას” ოფიციალურმა დელეგაციამ მოინახულა და ნანახით შეშფოთებული დარჩა. “ფიბას” აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოებით იმედგაცრუებულები არიან. 

ნოვაკს აღნიშნული კომპლექსის მშენებლობის ივლისის თვემდე დასრულება საეჭვოდ ეჩვენება.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ მას მერე, რაც გაწეული სამუშაოები ვნახეთ. კონსრუქციების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ შნეობის სახურავი დასრულებული უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ვამბობ, რომ სეროზული ძალისხმევა დაგვჭირდება, დრო გადის, გვესმის, რომ თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია. ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა. აქ ყველაფერი უნდა მზად იყოს, რომ თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ვნახე მის გათვალისწინებით, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, – განაცხადა ნოვაკმა. 

 საქართველოში სანაკრებო მატჩი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვერ მოესწრო.  გამორიცხული  არ არის ფედერაციამ ჩემპიონატის ჩასატარებლად სხვა ქალაქი აარჩიოს.

აღნიშნული კომპლექსი სპორტდარბაზი ათი ათას მაყურებელზეა გათვლილი და ადგილზე სამუშაოებს ხელისუფლებასთან დაახლოებული შპს “საბაკონსთრაქშენი” აწარმოებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...