მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის პასუხი ოლეგ ლიაშკოს, რომელიც მოუწოდებს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნან ხალხს

მიხეილ სააკაშვილის პასუხი ოლეგ ლიაშკოს, რომელიც მოუწოდებს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნან ხალხს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკოს, რომელიც მოუწოდებს უკრაინელ მესაზღვრეებს გახსნას ცეცხლი საზღვრის უნებართვო გადმოკვეთის შემთხვევაში. აქ იგი აკეთებს აქცენტს მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც 10 სექტემბერს დააანონსა პოლინეთი-უკრაინის საზღვრის გადმოკვეთა კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან.
 
,,ეს ახმეტოვის ბანდის წევრი მოუწოდებს ესროლონ ხალხს.
მე დავბრუნდები უკრაინაში იმიტომ, რომ მე იგი მიყვარს, რადგან ის იურიდიულად არის ერთადერთი  ჩემი საცხოვრებელი ადგილი და ვერც ერთი ბრძანება შეშინებული პრეზიდენტისა და მისი ლაქიებისა ამას ვერ შეცვლის.
მე დავბრუნდები და გადავაგზავნი პრეზიდენტის ბრძანებას სასამართლოებში.''- აცხადებს  მიხეილ საკაშვილი და დასძენს –  ყურადღებას არ მივაქცევდი ლიაშკოს ისტერიულ განცხადებას, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ფორმალურად მოქალაქეობა ლიაშკოს მიმართვის შემდეგ ჩამომართვეს“.
 
 მიხეილ სააკაშვილმა ასევე მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს, რათა რეაგირება მოახდინოს ლიაშკოს განცხადებაზე. 
 
„მივმართავ იური ლუცენკოს. თქვენ ძალიან სწრაფად რეაგირებთ ნამდვილი ოპოზიციონერების განცხადებებზე. რაც ლიაშკომ გააკეთა, ეს მოწოდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსითაა გათვალისწინებული და ამგვარი ქმედებისთვის 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 
 

სიახლეები

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...