მთავარისიახლეებიპოლიტიკარამდენ ვერტმფრენს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და რატომ ძინავთ მათ პატრონთან ...

რამდენ ვერტმფრენს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და რატომ ძინავთ მათ პატრონთან ერთად ანგარებში და ანგარებაში, როცა ქვეყანას ცეცხლი უკდია ?

Published on

რამდენი ვერტმნფრენის მფლობელია ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან იგი არც ქონებივი დეკლარაციის შევსებაში გამოირჩევა პატიოსნებით, რომ არაფერი ვთქვათ მის ერბ ბუნდოვან თამაშებზე ოფშორულ ზონებში და რა თქმა უნდა საქართველოში. თუმცა ინფორმაცია, რომელიც შპს ,,ავიასერვისის'' სახელზე გაფორმებული მისი ვერტმფრენების ლეგალურ ჩამონათვალს წარმოადგენს, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მიახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ მისი მფლობელის გულგრილობის ხარისხი ( საუკეთესო შემთხვევაში) ყოველივე იმის მიმართ, რაც ქვეყნის და თუნდაც ამაღამ წაღვერის ტყის თავს ხდება.
 
 
რა ბედი ეწია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ვერტმფრენებს  – "სუპერ პუმებს?, როგორ მოხვდა ისინი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებაში? "– ეს კითხვა გამუდმებით და უპასუხოდ ტრიალებს ჰაერში მაშინ,  როცა სუპერპუმები, რომელთაც უდა იტრიალონ ჰაერში წყალდიდობების, ხანძრების და სხვა სტიქური უბედურებებს დროს ,  კერძო პირის ანგარში დგანან . 
სუპერპუმებზე რომ არაფერი ვთქვათ, სად არის კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ მფლობელობაში არსებული სხვა ვერტმფრენები, რატომ ხდება საჭირო ვერტმფრენების გამოძახება აზერბაიჯანიდან (და შესაძლოა თურქეთიდანაც) , როცა ივანიშვილი თავის ვერტმფრენებს ზოგავს და თითს არ ანძრევს ხანძრებისა და წყადიდობის მძევლად ქცეული მოსახლეობისა და ბუნებრივი რესურსების გადასარჩენად? 
 
როგორც ცნობილია კომპანია შპს ,,ავიასერვისის’’ აქციათა 40% ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა (კომპანია ეწევა ვერტოდრომის ექსპლოატაციას ივანიშვილის რეზიდენციაში). ეს შპს წარმოადგენს  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში 1998 წელს დარეგისტრირებული  კომპანია „ვენითი ოვერსიზ ლიმითედი“ (VANITY OVERSEAS LIMITED).–ის შვილობილ კომპანიას.  
საჯარო რეესტრის მონაცემებით (28.01.2013) შპს „ავისერვისის“დირექტორი ალეკო ტყემალაძეა, ხოლო პარტნიორები – შპს „ქართული ჰოლდინგი“ (60%) და (ვირჯინიის კუნძლებზე არსებული კომპანია VANITY OVERSEAS LIMITED)  (40%)
 
ის, რომ კომპანია VANITY OVERSEAS LIMITED ივანიშვილის კუთვნილებაა , დასტურდება იმ წერილითაც, რომელიც 2012 წლის 28 ივნისს “ presa.ge” –მ გამოაქვეყნა და რომელშიც ივანიშვილი თავისი კომპანიების ფიქტიურ მფლობელს სთხოვს, კომპანიები შვილზე – უტა ივანიშვილზე გადააფორმოს. „15 ივნისი, 2012 წელი: ბატონ ვასილიადისის საყურადღებოდ: ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილისგან, პატივცემულო ბატონო ვასილიადის! გთხოვთ, შემდეგი კომპანიები: TARPAN MANAGEMENT LIMITED, FINSEK LIMITED, SARGANS LIMITED, RINGOLD FINANCE LIMITED, KRISTA INVESTMENT LIMITED, VISALIA ENTERPRISES LIMITED, GILMAR HOLDING LIMITED, FRESNO MANAGEMENT LIMITED, VANITY OVERSEAS LIMITED გადასცეთ ახალ ბენეფიციარ მფლობელს, უტა ივანიშვილს“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან (წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=17310 ). იმაზე, რომ შპს „ავიასერვისის“ 40% ივანიშვილების ოჯახის საკუთრებაა, ისიც მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის საიტზე მითითებულ ელექტრონულ მისამართში „ქართუ ჯგუფია“ ნახსენები.
 
 
 

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...