მთავარისიახლეებიპოლიტიკა1000-ლარიანი დახმარება ყოველ ახალშობილზე – ზაალ უდუმაშვილის ინიციატივა

1000-ლარიანი დახმარება ყოველ ახალშობილზე – ზაალ უდუმაშვილის ინიციატივა

Published on

1000-ლარიან დახმარება ყოველ ახალშობილზე თითოეულ თბილისელ ოჯახს – ასეთია ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის გეგმა არჩევის შემთხვევაში.
 
მან ეს გეგმა უდუმაშვილმა  ფეხმძიმე ქალბატონთან შეხვედრაზე გაახმოვანა. 
19 წლის თამთა თეთრუაშვილი რამდენიმე თვეში ტყუპის დედა გახდება. 4-სულიან ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს, მაგრამ მისი მინიმალური ხელფასის გამო არსებული კანონმდებლობით ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ რეგისტრირდება და შესაბამისად  სახელმწიფოსაგან დახმარებას ვერ მიიღებს.
 
 
ზაალ უდუმაშვილი მერობის შემთხვევაში ასეთი ოჯახების დახმარებასაც  გეგმავს. მისი ინიციატივით, ახალშობილის ოჯახი, რომელიც  არ არის ეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში , მაგრამ ყოველწლიური შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლები აქვს, 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.
 
კანდიდატს ინიციატივის განხორციელებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა უკვე დათვლილი აქვს და .ამბობს, რომ ამის ფინანსური რესურსი თბილისის ბიუჯეტს აქვს.
 
დღეს ზაალ უდუმაშვილმა ქართული ოცნების სოციალური პოლიტიკა გააკრიტიკა. თბილისის მთავრობა ამ დროისათვის ფინანსურ დახმარებას მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს უწევს, თუმცა არანაკლები პრობლემები აქვთ ამ სტატუსის არმქონე ოჯახებსაც. 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....