მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის მინისტრის მუქარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კვლავ მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრის მუქარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას კვლავ მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს

Published on

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკააშვილს ისევ გლდანის ციხეში დაბრუნებით ემუქრება. რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ სასამართლო პროცესების პარალალურად კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა, ხელისუფლება პრეზიდენტს გორის ჰოპიტალიდან ისევ მე-18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებს.

იუსტიციის მინისტრის  მუქარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებას კვლავ მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის, თქმით, სააკაშვილი მოქალაქეებს შეკრებისკენ 2 დეკემბერს, მომდევნო სასამართლო პროცესის დღესაც, მოუწოდებს.

,,იუსტიციის მინისტრს გაუკეთებია განცხადება, რომ იმ შემთხვევაში თუ კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანილი იქნება N 18-ე დაწესებულებაში. ეს არის, ბუნებრივია, მუქარა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სასამართლო პროცესზე საკმაოდ კარგად გამოვიდა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვასლაზრისით აგრძელებს მკურნალობას. მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, არ ემორჩილება ამ მუქარას. მისი მოწოდება ქართველი ხალხისადმი იქნება ის, რომ მათ შორის 2 დეკემბერსაც მშვიდობიანად გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, – განაცხადა საძაგლიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. მესამე პრეზიდენტი 6 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს გამო უნდა გაასამართლონ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...