მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი წაღვერის ტყეში და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

ხანძარი წაღვერის ტყეში და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით წაღვერში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.
 
 ცეცხლი სოფელ დაბის სიახლოვეს, იმ ადგილზეა გაჩენილი, სადაც 2008 წელს რუსთ-საქართველოს ომის დროს ხანძარი იყო. 
 ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ. მობილიზებულია ასევე პოლიცია.  მეხანძრეებს ცეცხლის ლიკვიდაციაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. 
რაც შეეხება სახანძრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა, შესაძლოა სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს, თუმცა, ამას თავად მეხანძრე-მაშველები საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. 
 
 
 
ხანძარია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც,  ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარს იყო მოდებული, მაგრამ ადგილზე მობილიზებულმა  სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა უკვე მოახერხეს  ცეცხლის  ლოკალიზება და მისი საბოლოო ლიკვიდაციაც მალევე მოხდება. 
 
 

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს განცხადება ვახო სანაიამ...