მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის მოქალაქე მზადაა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა "აჩუქოს".

უკრაინის მოქალაქე მზადაა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა “აჩუქოს”.

Published on

ქალაქ ნიკოლაევის მკვიდრი მზადაა საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ექსგუბერნატორს, უკრაინის მოქალაქეობა "აჩუქოს". კაცი ქუჩაში პლაკატით გამოვიდა, რაზეც ეწერა: "ვჩუქნი ჩემს მოქალაქეობას სააკაშვილს". ფოტო თავად სააკაშვილმა Facebook-ზე გაიზიარა და უკრაინელს მადლობა გადაუხადა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...